F1-ის F2-ები

გამოჩენილ სპორტსმენთა არა მარტო სპორტული მიღწევები, პირადი ცხოვრებაც არ რჩება ინტერესის მიღმა. ყველას აინტერესებს მისი კუმირი სად და როგორ ატარებს თავისუფალ დროს, ყავს თუ არა მეგობარი და ღალატობს თუ არა მეუღლეს, რომელი ფირმის სამოსს იცვამს, დადის თუ არა ღამის კლუბებში და ეხვევა თუ არა სკანდალურ ამბებში. გამონაკლისს არც ფორმულა 1-ის ცნობილი სახეები წარმოადგენენ.

მიხაელ შუმახერი _ თავისი მომავალი მეუღლე კორინა ბეთჩი 1991 წელს ყოფილი ფ1-ის მრბოლელის, ჰაინც-ჰარალდ ფრენცენის მეშვეობით გაიცნო. მათ 1987 წლიდან რომანი ჰქონდათ. მიხაელის გამოჩენის შემდეგ, კორინამ, ჰაინც-ჰარალდი მიატოვა და 1995 წელს ისინი დაქორწინდნენ. წყვილი დღესაც ბედნირად ცხოვრობს. ჰყავთ 2 შვილი გინა-მარია და მიკი. მიხაელი არასდროს ლაპარაკობს თავის პირად ცხოვრებაზე და ყურადღების ცენტრში ყოფნას ოჯახში მშვიდ ცხოვრებას ამჯობინებს. მისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა მისი ოჯახია და არა შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონობა. 19 წლის ურთიერთობის შემდეგ მიხაელი და მისი მეუღლე ისეთივე შეყვარებულები და ბედნიერები არიან, როგორც ურთიერთობის დასაწყისში.

ლუის ჰამილტონი – მტვ-ს ევროპის დაჯილდოებაზე მან გაიცნო `ფუსიკატდოლზი-ს სოლისტი ნიკოლ შერზინგერი, ხოლო 2008 წლის მონაკოს გრანპრიზე ნიკოლი უკვე მისი სტუმარი იყო. რბოლაში გამარჯვების შემდეგ, ისინი გამოუტყდნენ თავის ოჯახის წევრებს და მეგობრობებს, რომ უკვე 3 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ ურთიერთობას პრესა დიდ ყურადღებას უთმობდა. 2009 წელს გამოქვეყნდა სტატია მათი დაშორების შესახებ. თუმცა, წყვილი ერთმანეთს 2010 წლის იანვარში დაცილდა. ლუისი შვეიცარიაში ცხოვრობს, ხოლო ნიკოლი _ ამერიკაში. მათი განცხადებით ეს ყველაფერი ართულებდა ურთიერთობას, ასევე ხელს უშლიდათ კარიერაში. ისინი მეგობრებად დარჩნენ.

ჯენსონ ბატონი – მისი ურთიერთობა ინგლისელ პოპ-მომღერალ და მსახიობ ლუიზ გრიფიტთან 2000 წელს დაიწყო და 5 წელი გრძელდებოდა. 2005 წელს გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ. მოსაწვევები უკვე დარიგებული იყო, როდესაც ჯენსონმა მოულოდნელად ლუისთან დაშორება გადაწყვიტა და ქორწილი ჩაშალა. 2008 წელს, 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯენსონმა ასევე მიატოვა ფლორენს ბრანდენელ-ბრიუ და სასიყვარულო რომანი გააბა იაპონელ მოდელთან ჯესიკა მაჩიბატასთან. ჯენსონმა ჯესიკა 2008 წლის გაზაფხულზე გაიცნო, მაგრამ მათი ურთიერთობა მხოლოდ შემოდგომაზე დაიწყო და დღემდე ძალზე ბედნიერად გრძნობენ თავს ერთად.

ფერნანდო ალონსო – თავის მომავალ მეუღლეს, ესპანელ მომღერალ რაქუელ ელ როსარიოს 2005 წელს რადიოს ეთერში გამოსვლისას შეხვდა. ამის შემდეგ დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა. 2006 წელს გავრცელდა ჭორი, რომ ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ ფერნანდოს მენეჯერმა ეს უარყო. მოგვიანებით ფერნანდო რაქუელს თავის მეუღლედ იხსენიებდა და ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. დღეისთვის მათმა ურთიერთობამ პრესა კვლავ აალაპარაკა. წერენ, რომ რაქუელმა ფერნანდოს უღალატა და წყვილი დაშორებას აპირებს.

კიმი რაიკონენი – ფოტომოდელს, 2000 წლის მის სკანდინავიას, ჯენი დაჰლმენს სილამაზის კონკურსზე შეხვდა, სადაც ჯენი კონკურსანტი იყო, ხოლო კიმი მოწვეული ჟიური. 2004 წელს ისინი დაქორწინდნენ. კიმი ძალზე ჩაკეტილი ადამიანია, მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია კი _ მიუწვდომელი. მეუღლე კიმის რბოლებს იშვიათად ესწრება. ხშირად იყო საუბარი მათი ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ეს ჭორები არ გამართლდა. ქვეყნდებოდა სურათები, სადაც კიმი, მთვრალ მდგომარეობაში, უცხო ქალების საზოგადოებაში ატარებდა დროს, მაგრამ არც ამას უმოქმედია ოჯახის სიმტკიცეზე. Kკიმის თქმით, სანამ ის ფორმულა 1-ში ასპარეზობს, შვილების ყოლისგან თავს იკავებენ.

ფელიპე მასსა – იგი რაფაელა ბასსიზე 2007 წლის 30 ნოემბერს დაქორწინდა. რაფაელა ფელიპეზე 2 წლით უფროსია. ერთმანეთი დისკოთეკაზე გაიცნეს. 2009 წლის 30 ნოემბერს მათ შეეძინათ ვაჟი, პელიპინიო. რაფაელას, ფელიპესთან შეხვედრამდე, ფორმულა 1 არ მოსწონდა. მისი თქმით, ფორმულა 1-ის პადოკი არამეგობრული, ცივი ადგილია. მაგრამ მას უყვარს მეუღლე და თითქმის ყველა რბოლაზე თან ახლავს და გულშემატკივრობს.

რობერტ კუბიცამ – როდესაც 2004 წელს ხელი მოიტეხა, მას მოსანახულებლად ეწვია მეგობარი, პოლონელი რალის მრბოლელი ლუკას ვიტასი, რომელსაც თან ახლდა დაიკო, ედიტა ვიტასი. რობერტს და ედიტას ერთმანეთი მოეწონათ და მას შემდეგ ერთად არიან. თუმცა, ედიტა არასდროს დასწრებია რობერტის რბოლას.

ნიკო როსბერგი – ვივიან სიბოლდს ბავშობიდან იცნობდა. ჯერ კიდევ მათი დედები მეგობრობდნენ და ერთად მუშაობდნენ ფეშენ ბიზნესში. ნიკო და ვივანი სიყვარულში ერთმანეთს 2003 წელს, იბიცას კუნძულზე გამოუტყდნენ და დღემდე ერთად არიან. ნიკო მონაკოში ცხოვრობს, ხოლო ვივიანი _ მილანში, ორ მეგობარ გოგონასთან ერთად. ნიკოს ის არასდროს დაყავს რბოლებზე, მაგრამ ვივიანი ყოველთვის უყურებს რბოლას ტელევიზორში.

——————–

ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ, “პრაიმ თაიმში” #4(46) 2010 წ.

  1. კარგია, რომ ფ1-ის ბლოგი გაგიკეთებიათ. მე თვითონაც მაქვს ფ1-ის ბლოგი: http://formula1ge.blogspot.com/

    კარგი იქნება, თუ რამე ურთიერთობა (მიმოწერა) გვექნება. თქვენ რას იტყვით?

    თუ დაინტერესდებით, გამომეხმაურეთ

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი