2 გრანდის გაერთიანება! WilliamsF1 & Martini

6 მარტს ლონდონში გაიმართა Williams F1-ის პრეზენტაცია,  სადაც გუნდმა ახალ ბოლიდთან ერთად, თავისი ახალი  იმიჯიც წარმოადგინა!

martini-racing

ამიერიდან გუნდს Williams Martini Racing, ერქმევა, სადაც Martini მისი ახალი გენერალური სპონსორია!
ამ 2 სახელს დიდი ისტორია აკავშირებს ავტოსპორტთან და მათ გაერთიანებას, მთელი ფორმულა 1-ის სამყარო, დიდი სიხარულით შეხვდა.

ცოტა რამ მარტინიზე ავტოსპორტში:
Martini პირველად ავტოსპორტში 1962 წელს გამოჩნდა. ავტომობილებს რომელსაც მუქი ლურჯი, ღია ლურჯი და წითელი ხაზები ქონდათ, ასოცირდებოდნენ ამ უძველეს ალკოჰოლურ ბრენდთან. მათი მოღვაწეობა, წლების განმაბლობაში საკმაოდ პოპულარული გახდა ავტოსპორტში. ისინი ასოცირდებოდნენ, ისეთ ძლიერ ავტოგიგანტებთან, როგორიცაა,  Porsche, Alfa-romeo, lancia.

lancia-martini-racingMartini-Racing (1)

Martini Racing-ის ასოცირება ფორმულა 1-თან 1972 წელს დაიწყო და წლების განვმავლობაში რამოდენიმე სხვადასხვა ბოლიდზე იყვნენ წარმოდგენილები, მაგრამ დიდი პრიზი ვერ მოიპოვეს და 1979 წელს დატოვეს სპორტი. დიდი პაუზის შემდეგ, მარტინი 2006 წელს Ferrari-სთან ერთად დაბრუნდა დიდი სპორტში, მაგრამ მათი ლოგო, საკმაოდ მცირედ იყო წარმოდგენილი ბოლიდზე.
მარტინი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა წყალზეც, სადაც მათ ოთხო ჩამპიონის ტიტული მოიპოვეს.

lancia-powerboat_01_CSeEp_17621 offshoreMartini

ცოტა რამ Williams F1-ზე:

Williams F1-ის ისტორია F1-ში იწყება 1977 წელს. გუნდი ჩამოაყალიბა Frank Williams-მა და მისმა მეგობარმა Patrick Head-მა. წლების განმავლობაში გუნდი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა, რამაც მათ 9 კონსტრუქტორთა თასი, ხოლო პილოტის პირად ჩათვლაში 7 ჩამპიონთა თასი მოუტანა.
მათ მოგებული აქვთ 114 რბოლა, აღებული აქვთ 127 პოლ პოზიცია და ნაჩვენები აქვთ 131 საუკეთესო წრე.
Williams F1-ს წარმატებასთან ერთად, რთული პერიოდიც ააქვს გავლილი. 1986 წელს ფრენკ ვილიამსი ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც ის დღემდე სავარძელში ზის. 1994 წელს, Williams-ის ბოლიდით გარდაიცვალა, დიდებული Ayrton Senaa.

2013-7-5_maldonado-friday-germany_copyright-glenn-dunbar-williams-f1_l2   ayrton-senna-7

XXI საუკუნეში, ავტოგიგანტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ფორმულა 1-ის მიმართ და მათი მასიურად სპორტში მოსვლით, გუნდების ბიუჯეტები საკმაოდ გაიზარდა. ეს მხოლოდ ხელს უშლიდა ვილიამსის გუნდს, ვინაიდან ის დღემდე დამოუკიდებელ გუნდად რჩება, რომლის ბიუჯეტი მის სპონსორებზეა დამოკიდებული.

martini-williams-racing-2

ამ 2 დიდი ისტორიის მქონე ბრენდის გაერთიანებამ , ყველას სახეზე კმაყოფილება გამოიწვია.
ამ ყველაფერს ემატება ის, რომ სეზონის დაწყებამდე ტესტებზე,  Williams Martini racing-ის ბოლიდმა, საკმაოდ კარგი სისწრაფე აჩვენა და ერთერთ ფავორიტად მოიხსენებენ, ხოლო FW36 ბოლიდი, პელეტონმა ერთხმად აღიარა რომ ის ყველაზე მიმზიდველია თავის ახალ მარტინის ფერებში.

სეზონი იწყება და ყველა ამ სპორტის მოყვარულის ვენებში, ბენზინი ფეთქავს!
უსურვებ წარმატებას ჩემ საყვარელ გუნდს!!!

2010 წლის F1-ის ბოლიდების პრეზენტაციაები

ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ “პრაიმ თაიმში” #6(48) 2010 წ.

ვალენტინო როსის აუხდენელი ოცნება


ყველა დროის საუკეთესო მოტომრბოლელი, ვალენტინო როსი დაიბადა 1979 წელს იტალიაში. ქალაქ ურბინოში. მისი მამა, გრაზიანო როსი 70-იანი წლების ცნობილი მოტომრბოლელი იყო. ვალენტინოს პირველი გატაცება კარტინგები იყო. 1990 წელს მან გაიმარჯვა კარტინგის რეგიონალურ ჩემპიონატში. ამის შემდეგ ის გადაჯდა მინიმოტოზე და 1991 წლისთვის უკვე რამდენიმე რეგიონალურ რბოლაში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. როსი განაგრძობდა კარტინგებში მონაწილეობას, რასაც შეეძლო მისთვის ფორმულა 1-ში გაეკვალა გზა, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო მალევე მოუწია უარის თქმა.
1992-93 წლებში ვალენტინო როსი მინიმოტოთი ასპარეზობდა და ეუფლებოდა მას, ხოლო მოგვიანებით, მამისა და რამდენიმე გავლენიანი ადამიანის დახმარებით, 125cc კლასის მოტოციკლზე გადაჯდა და მას შემდეგ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა მის მიღწევებზე.
დღესდღეობით 30 წლის ვალენტინო როსი 9 ჩემპიონის ტიტულის მფლობელია Moto GP-ში და მოგებული აქვს 103 რბოლა.
2006 წლის იანვარში ფერარიმ მიიპატიჟა როსი 3 დღიან ტესტებზე, სადაც მასთან ერთად მიხაელ შუმახერი და F1-ის სხვა პილოტებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. პირველი დღე კრახით დამთავრდა. ნაწვიმარ სველ ტრეკზე მას მოუცურდა ბოლიდი და დამცავ ბარიერს დაეჯახა. სამაგიეროდ, შემდეგი 2 დღე ისე წარმატებით ჩაატარა, რომ ზოგიერთ გამოცდილ პილოტსაც აჯობა და საბოლოოდ, შუმახერს მხოლოდ ნახევარი წამით ჩამორჩა. მიხაელის თქმით, ვალენტინოს მრბოლელის ბუნებრივი ნიჭი აქვს. მას თავისუფლად შეუძლია მოტო გპ-დან ფორმულა 1-ში გადაინაცვლოს და დაწყებისთანავე კონკურენტუნარიანი იყოს. ამავე წლის მაისის თვეში, როსიმ იამაჰასთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, 2008 წლის ჩათვლით, მოტო გპ-ში დარჩებოდა.
ფორმულა 1-ის გარდა, როსის ძალიან იტაცებდა რალი. ბავშვობაში იგი რალი WRC-ის ჩემპიონის, კოლინ მაკრეას ფანი იყო. ლეგენდარულმა მაკრეამ როსის შეასწავლა რალის მანქანის მართვის, ძირითადი პრინციპები. წლების განმავლობაში ის მონაწილეობას ღებულობდა რალის სხვადასხვა ტურნირში და არა ერთხელ გაუმარჯვია.
წლების განმავლობაში როსის აკავშირებდნენ ხან ფორმულა 1-თან, ხან   რალისთან, მაგრამ მან იამაჰასთან კიდევ 2 წლით გააგრძელა კონტრაქტი და 2010 წლის სეზონსაც მოტო გპ-ში გაატარებს. როსის თქმით, ის გეგმავს, ამის შემდეგ რალიში გადაინაცვლოს, რაც თავისთავად გამორიცხავს ფორმულა 1-ს, რადგან ასაკით ამისათვის უკვე საკმაოდ დიდი იქნება.
წელს ვალენტინო როსიმ 2 დღიანი ტესტები ჩაატარა ფერარის 2008 წლის ბოლიდით ვალენსიის ტრასაზე. მის მიერ ნაჩვენები დრო იმდენად კონკურენტუნარიანი იყო, რომ ფერარის პერსონალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ფაქტმა პრესა კვლავ მის ფორმულა 1-ში გადასვლაზე აალაპარაკა.
ფერარის პრეზიდენტის, ლუკა მონტდეზემელოს განცხადებით, თუ ვალენტინო მოისურვებს მოტო GP-დან ფორმულა 1-ში გადასვლას, ის მხოლოდ მოხარული იქნება, რადგან ფერარის კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. ლუკა ასევე ძალზე აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ სასურველია, F1-ის გუნდებმა, ორი ბოლიდის ნაცვლად, ჩემპიონატში სამი ბოლიდით იასპარეზონ და სწორედ ამ მესამე ბოლიდში უნდა, რომ იხილოს თავის თანამემამულე ვალენტინო როსი.
2010 წლის სეზონში ფორმულა 1-ს ოთხი ახალი გუნდი ჰყავს და ბოლიდების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, რაც გამორიცხულს ხდის ლუკა მონტდეზემელოს სურვილს სამი ბოლიდით ასპარეზობის შესახებ.
რაც შეეხება 2009 წლის ჩემპიონს ვალენტინო როსს, მას კიდევ ერთი სეზონი აქვს ჩასატარებელი მოტო გპ-ში და მხოლოდ შემდეგ გახდება ცნობილი, დარჩება იგი მოტორბოლებში თუ შეიცვლის სპორტის სახეობას ახალი მოტივაციების საძებნელად.

———————

ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ “პრაიმ თაიმში” #5(47) 2010 წ.

F1-ის F2-ები

გამოჩენილ სპორტსმენთა არა მარტო სპორტული მიღწევები, პირადი ცხოვრებაც არ რჩება ინტერესის მიღმა. ყველას აინტერესებს მისი კუმირი სად და როგორ ატარებს თავისუფალ დროს, ყავს თუ არა მეგობარი და ღალატობს თუ არა მეუღლეს, რომელი ფირმის სამოსს იცვამს, დადის თუ არა ღამის კლუბებში და ეხვევა თუ არა სკანდალურ ამბებში. გამონაკლისს არც ფორმულა 1-ის ცნობილი სახეები წარმოადგენენ.

მიხაელ შუმახერი _ თავისი მომავალი მეუღლე კორინა ბეთჩი 1991 წელს ყოფილი ფ1-ის მრბოლელის, ჰაინც-ჰარალდ ფრენცენის მეშვეობით გაიცნო. მათ 1987 წლიდან რომანი ჰქონდათ. მიხაელის გამოჩენის შემდეგ, კორინამ, ჰაინც-ჰარალდი მიატოვა და 1995 წელს ისინი დაქორწინდნენ. წყვილი დღესაც ბედნირად ცხოვრობს. ჰყავთ 2 შვილი გინა-მარია და მიკი. მიხაელი არასდროს ლაპარაკობს თავის პირად ცხოვრებაზე და ყურადღების ცენტრში ყოფნას ოჯახში მშვიდ ცხოვრებას ამჯობინებს. მისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა მისი ოჯახია და არა შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონობა. 19 წლის ურთიერთობის შემდეგ მიხაელი და მისი მეუღლე ისეთივე შეყვარებულები და ბედნიერები არიან, როგორც ურთიერთობის დასაწყისში.

ლუის ჰამილტონი – მტვ-ს ევროპის დაჯილდოებაზე მან გაიცნო `ფუსიკატდოლზი-ს სოლისტი ნიკოლ შერზინგერი, ხოლო 2008 წლის მონაკოს გრანპრიზე ნიკოლი უკვე მისი სტუმარი იყო. რბოლაში გამარჯვების შემდეგ, ისინი გამოუტყდნენ თავის ოჯახის წევრებს და მეგობრობებს, რომ უკვე 3 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ ურთიერთობას პრესა დიდ ყურადღებას უთმობდა. 2009 წელს გამოქვეყნდა სტატია მათი დაშორების შესახებ. თუმცა, წყვილი ერთმანეთს 2010 წლის იანვარში დაცილდა. ლუისი შვეიცარიაში ცხოვრობს, ხოლო ნიკოლი _ ამერიკაში. მათი განცხადებით ეს ყველაფერი ართულებდა ურთიერთობას, ასევე ხელს უშლიდათ კარიერაში. ისინი მეგობრებად დარჩნენ.

ჯენსონ ბატონი – მისი ურთიერთობა ინგლისელ პოპ-მომღერალ და მსახიობ ლუიზ გრიფიტთან 2000 წელს დაიწყო და 5 წელი გრძელდებოდა. 2005 წელს გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ. მოსაწვევები უკვე დარიგებული იყო, როდესაც ჯენსონმა მოულოდნელად ლუისთან დაშორება გადაწყვიტა და ქორწილი ჩაშალა. 2008 წელს, 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯენსონმა ასევე მიატოვა ფლორენს ბრანდენელ-ბრიუ და სასიყვარულო რომანი გააბა იაპონელ მოდელთან ჯესიკა მაჩიბატასთან. ჯენსონმა ჯესიკა 2008 წლის გაზაფხულზე გაიცნო, მაგრამ მათი ურთიერთობა მხოლოდ შემოდგომაზე დაიწყო და დღემდე ძალზე ბედნიერად გრძნობენ თავს ერთად.

ფერნანდო ალონსო – თავის მომავალ მეუღლეს, ესპანელ მომღერალ რაქუელ ელ როსარიოს 2005 წელს რადიოს ეთერში გამოსვლისას შეხვდა. ამის შემდეგ დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა. 2006 წელს გავრცელდა ჭორი, რომ ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ ფერნანდოს მენეჯერმა ეს უარყო. მოგვიანებით ფერნანდო რაქუელს თავის მეუღლედ იხსენიებდა და ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. დღეისთვის მათმა ურთიერთობამ პრესა კვლავ აალაპარაკა. წერენ, რომ რაქუელმა ფერნანდოს უღალატა და წყვილი დაშორებას აპირებს.

კიმი რაიკონენი – ფოტომოდელს, 2000 წლის მის სკანდინავიას, ჯენი დაჰლმენს სილამაზის კონკურსზე შეხვდა, სადაც ჯენი კონკურსანტი იყო, ხოლო კიმი მოწვეული ჟიური. 2004 წელს ისინი დაქორწინდნენ. კიმი ძალზე ჩაკეტილი ადამიანია, მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია კი _ მიუწვდომელი. მეუღლე კიმის რბოლებს იშვიათად ესწრება. ხშირად იყო საუბარი მათი ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ეს ჭორები არ გამართლდა. ქვეყნდებოდა სურათები, სადაც კიმი, მთვრალ მდგომარეობაში, უცხო ქალების საზოგადოებაში ატარებდა დროს, მაგრამ არც ამას უმოქმედია ოჯახის სიმტკიცეზე. Kკიმის თქმით, სანამ ის ფორმულა 1-ში ასპარეზობს, შვილების ყოლისგან თავს იკავებენ.

ფელიპე მასსა – იგი რაფაელა ბასსიზე 2007 წლის 30 ნოემბერს დაქორწინდა. რაფაელა ფელიპეზე 2 წლით უფროსია. ერთმანეთი დისკოთეკაზე გაიცნეს. 2009 წლის 30 ნოემბერს მათ შეეძინათ ვაჟი, პელიპინიო. რაფაელას, ფელიპესთან შეხვედრამდე, ფორმულა 1 არ მოსწონდა. მისი თქმით, ფორმულა 1-ის პადოკი არამეგობრული, ცივი ადგილია. მაგრამ მას უყვარს მეუღლე და თითქმის ყველა რბოლაზე თან ახლავს და გულშემატკივრობს.

რობერტ კუბიცამ – როდესაც 2004 წელს ხელი მოიტეხა, მას მოსანახულებლად ეწვია მეგობარი, პოლონელი რალის მრბოლელი ლუკას ვიტასი, რომელსაც თან ახლდა დაიკო, ედიტა ვიტასი. რობერტს და ედიტას ერთმანეთი მოეწონათ და მას შემდეგ ერთად არიან. თუმცა, ედიტა არასდროს დასწრებია რობერტის რბოლას.

ნიკო როსბერგი – ვივიან სიბოლდს ბავშობიდან იცნობდა. ჯერ კიდევ მათი დედები მეგობრობდნენ და ერთად მუშაობდნენ ფეშენ ბიზნესში. ნიკო და ვივანი სიყვარულში ერთმანეთს 2003 წელს, იბიცას კუნძულზე გამოუტყდნენ და დღემდე ერთად არიან. ნიკო მონაკოში ცხოვრობს, ხოლო ვივიანი _ მილანში, ორ მეგობარ გოგონასთან ერთად. ნიკოს ის არასდროს დაყავს რბოლებზე, მაგრამ ვივიანი ყოველთვის უყურებს რბოლას ტელევიზორში.

——————–

ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ, “პრაიმ თაიმში” #4(46) 2010 წ.

წითელი ბარონის დაბრუნება ფ1–ში

2010 წელს, სამეფო სპორტს ფორმულა ფ1-ს უბრუნდება, ყველა დროის საუკეთესო რბოლერი, მიხაელ შუმახერი.

2006 წლის სეზონის მიწურულს, როდესაც მან მონცას გრან-პრიზე გამარჯვების შემდეგ, პრეს კომფერენციაზე, თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მსოფლიოს პირდაპირ ეთერში ამცნობა, ფ1-ის სამყაროსთვის, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მისი სისწრაფე, მოტივაცია და თავის საქმიანობისთვის სიყვარული, ოდნავაც არ მოდუნებულა, სპორტში 1991 წელს მოსვლის შემდეგ.

ფერარის ბოლო კოსტრუქტორთა თასი 1983 წლით თარიღდებოდა, ხოლო პილოტის პირად ჩათვლაში, ბოლოს 1979 წელს, ჯოდი შეხტერი გახდა ჩემპიონი. გუნდის ამ დიდი ხნის წარუმატებლობის შეწყვეტა, ჯან ტოტდის გუნდის სათავეში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, როდესაც 1996 წელს მან მიხაელ შუმახერი მოიწვია ბენეტონიდან და მასთან ერთად გუნდის ტექნიკური დირექტორი, როსს ბრაუნიც გადმოიბირა. ამ შესანიშნავი სამეულის წყალობით დაიწყო ფერარის ახალი წარმატებული პერიოდი.

შუმახერის განცხადების შემდეგ, გაჩნდა ბევრი კითხვები, თუ რამ აიძულა ამ გადაწყვეტილების მიღება და ბევრი სწორედ ფერარის პრეზიდენტს, ლუკა მონტდზემელოს ახალ პოლიტიკას აბრალებდა, რომელიც ფერარიში დიდ ცვლილებებს გეგმავდა მომავალი 2007 წლის სეზონისთვის. Yჟან ტოტდი, მას ბევრ საკითხში არ ეთანხმებოდა.

ლუკამ ახალი 2007 წლის სეზონისთვის, მაკლარენიდან მოიწვია ფინელი, კიმი რაიკონენი, ზედმეტსახელად ყინულის კაცი, რომელიც თავისი სისწრაფით და სიმშვიდით გამორჩეული იყო ფ1-ის პელეტონში. მაკლარენის ბოლიდის უიმედოობის გამო, მას 2003 და 2005 წლებში დაკარგული ქონდა ჩემპიონობისათვის ბრძოლის შესაძლებლობა, ხოლო ფერარიში გადასვლა, მას დიდ იმედს აძლევდა, რომ ამ აუსრულებელ მისიას, ჩემპიონობას შეასრულებდა. საჯინიბოს მეორე მხარეს, შუმახერის თანაგუნდელი და ფერარის დიდი ხნის ოჯახის წევრი, ფელიპე მასა გააგრძელებდა მოღვაწეობას, რომელმაც პირველი, 2006 სეზონი, ფერარისთან ერთად და შუმახერის თანაგუნდელად, დადებითად წარმოადგინა თავი. სწორედ რომ ფელიპეს ექნებოდა ახალი გუნდი საძებნელი, რომ არა შუმის გადაწყვეტილება სპორტიდან წასვლის შესახებ! შუმის სხვადასხვა ინტერვიუებში, იკითხებოდა მისი დადებითი დამოკიდებულება პატარა ფელიპეს მიმართ და მისი წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ფელიპეს ფერარიში დარჩენა, ხოლო თვით მიხაელი, უკვე 38 წლის იყო და ნელნელა წასვლაზე ფიქრობდა, მაგრამ არავის სჯეროდა რომ ესე მოულოდნელად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.

2006 წლის ბოლოს, მიხაელთან ერთად, გუნდი დატოვა, ფერარის ტექნიკურმა დირექტორმა როს ბრაუნმა. 2008 წლის დასაწყისში, როსი დაბრუნდა დიდ სპორტში, მაგრამ არა ფერარის, არამედ ჰონდას ტექნიკური დირექტორის სტატუსით. მან დაიწყო გუნდის რესტუქტურიზაცია და მთელი ძალები გადაამისამართა, მომავალი სეზონისთვის მზადებაში. 2008 წელი ჰონდასთვის, დაბალი მაჩვენებლებით დამთავრდა, ამას დაემატა მსოფლიო კრიზისი და წლის ბოლოს, ჰონდამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სამეფო სპორტი. გუნდის და მისი პერსონალის გადარჩენის მიზნით, ჰონდამ, სიმბოლურ ფასად გადასცა მმართველობა როსს ბრაუნს.

2009 წელს, გუნდი “ბრაუნ გრან-პრი”-ს სახელით მოევლინა ფორმულა 1-ს. წლის ბოლოს ისინი, კონსტრუქტორთა ჩემპიონები გახდნენ, ხოლო მათი პილოტი ჯენსონ ბატონი, პირად ჩათვლაში ჩემპიონობას ზეიმობდა. ამ წარმატებებმა, მერსედესი დააინტერესა და შედეგად, იგი გამოეყო თავის დიდი ხნის პარტნიორს მაკლარენს და ჩამოაყალიბა, ბრაუნის ბაზაზე “მერსედეს გრან-პრი”.

შუმახერის გარეშე, ფორმულა 1-ის, შემდეგი 3 სეზონი, არამარტო ფერარის შეეტყო უარყოფითად, არამედ სამეფო სპორტის აუდიტორიასაც და თვით შოუსაც. მიხაელი ყოველთვის თვლიდა თავის თავს ფერარის ოჯახის წევრად და არ წარმოედგინა თავი წითელის სამოსის გარეშე. 2007 წლიდან ის დაინიშნა ფერარის კონსულტანტად. ის აღარ ესწრებოდა ყველა რბოლას, მეტ დროს ოჯახთან ატარებდა და ცხოვრებით ტკბებოდა. მაგრამ მის სისხლში ადრენალინი არ ქრებოდა და ის ძალიან გაიტაცა მოტორბოლებმა, რომელშიც რეგულარულად ღებულობდა მონაწილეობას. ერთერთი რბოლის დროს, მას შეემთხვა ინციდენტი და შედეგად კისრის სერიოზული ტრამვა მიიღო.

ამ ტრამვის შემდეგ 5 თვე იყო გასული, როდესაც ფერარის პრეზიდენტმა ლუკა მონტედზემელომ თხოვა შეხვედრა და შესთავაზა, დაზარალებული მასას შეცვლა, რომელიც უნგრეთის გრან-პრიზე დაშავდა თვალის არეში, რუბენს ბარიკელოს ბოლიდიდან მომძვრალი დეტალით და 2009 წლის სეზონში ის ვეგარ მიიღებდა მონაწილეობას.
ლუკას თქმით, შუმი უარზე იყო 5 წუთის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ დათანხმდა და დაიწყო აქტიური მზადება და ვარჯიში, შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. ამ სიახლემ გულშემატკივარი გააბედნიერა და დიდი მოლოდინით ელოდნენ წითელი ბარონის დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ, მოტორბოლებში მიღებულმა ტრამვამ თავი იჩინა და მისი რბოლებში მონაწილეობა შეუძლებელი გახადა.

2009 წლის სეზონი გრძელდებოდა, ხოლო შუმახერი თავის ჩვეულ რეჟიმში, ფერარის კონსულტანტის როლს ასრულებდა. სეზონის ბოლო ეტაპზე აბუდაბიში, კიდევ ერთი შეთავაზება მიიღო, ამჯერად არა ფერარისგან, არამედ თავისი ძველი კოლეგისგან როს ბრაუნისგან, რომელიც კონსტრუქტორთა და პილოტის პირად ჩათვლაში ჩემპიონობას ზეიმობდა.

მისი თქმით: როდესაც როსმა ჰკითხა აბუდაბიში, თუ წარმომიდგენია ფორმულა 1-ში დაბრუნება, ვგრძნობდი რომ არ ვიყავი მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ 2 კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ დამირეკა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, მოტივაცია როგორ მიბრუნდებოდა, როგორ ძლიერი იყო მონატრება, ფ1-ის ბოლიდში ჩაჯდომისა და ჩემპიონატში ასპარეზობისა.

აღსანიშნავია შუმახერის ფ1-ში მოსვლას, დაბალი კატეგორიებიდან, ხელი შეუწყო მერსედესმა, თავის დროზე, მაგრამ მან ფ1-ის კარიერა ისე განვლო, რომ ვერ შეძლო, მერსედესის ბოლიდით ასპარეზობა. ხოლო, მერსედესის და როს ბრაუნის კომბინაციამ, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა და ამით შესაძლებელია, ის წარსული სიკეთისთვის, მადლობა გადაუხადოს, ავტოგიგანტს.

მიხაელ შუმახერი, პირველად მერსედესის ახალ ბოლიდს გამოცდის, თებერვლის 1 კვირაში, როდესაც ახალი 2010 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყება ვალენსიის ავტოდრომზე.

მისი თანაგუნდელი იქნება, ახალგაზრდა, საკმაოდ ჭკვიანი და სწრაფი, ნიკო როსბერგი, ლეგენდარული კეკე როსბერგის შვილი, რომელიც ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ვილიამსის ბოლიდით ასპარეზობდა და მაღალი შტაბეჭდილება ჩამოუყალიბა ფ1-ის სამყაროს.

შუმახერს 7 გზის მსოფლიო ჩემპიონია, მიღებული აქვს მონაწილეობა 250 რბოლაში. აქედან 91 გამარჯვება, 154 პოდიუმი, 68 პოლ პოზიცია, 76 სწრაფი წრე.

ყველა რეკორდთან ერთად, მხოლოდ შუმიმ მოახერხა, სეზონის ყველა რბოლაზე პოდიუმზე ასულიყო. ეს მოხდა 2002 წელს.

——————-

ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ, “პრაიმ ტაიმში”  #2(44)  2010 წ.